წესები და პირობები მომხმარებლისთვის
წესები და პირობები
1.           ხელშეკრულების საგანი



1.1.           კომპანია „ბარამი ლოჯისტიკსი“-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.Barami.us მომხმარებლის რეგისტრაცია უფასო და ნებაყოფლობითია,  მომსახურების პირობები საჯაროა.

1.2.            ვებგვერდზე რეგისტრაციით მომხმარებელი აცხადებს თანხმობას ექსპედიტორი კომპანიის მომსახურებით სარგებლობაზე, ღილაკზე „გავეცანი და ვეთანხმები“ ფანჯრის მონიშვნით, ადასტურებს ამ ხელშეკრულების სრულად გაცნობას, პირობების გაცნობიერებასა და რაიმე სახის უკანონო ზემოქმედების არარსებობას.

1.3.           დარეგისტრირების შემდეგ მომხმარებელს ენიჭება ინდივიდუალური ნომერი იდენტიფიკატორი.

1.4.           ვებ-გვერდზე www.Barami.us რეგისტარციის გავლის შემდეგ, მონაცემების დაცვაზე მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი, კერძოდ დაიცვას საკუთარი სარეგისტრაციო მონაცემების კონფიდენციალობა და თავად აკონტროლოს მესამე პირის/პირების მიერ მისი მონაცემების გამოყენებით შესრულებულ ყველა ოპერაცია.

1.5.           მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის დროს მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია კონფიდენციალურია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მოითხოვს ასეთი ინფორმაციის გასაჯაროებას ან მისი სხვა ფორმით გადაცემას.

2.            მხარეთა ვალდებულებები

ზოგადი დებულებები.

2.1.           მხარეები ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად, ჯეროვნად შეასრულონ ყველა ის მოთხოვნა და პირობა, რაც მოქმედი კანონმდებლობით წინამდებარე პირობებით და ექსპედიციის ხელშეკრულებით არის დადგენილი.

2.2.            მხარეები ვალდებულნი არიან ყველანაირი დახმარება გაუწიონ ერთმანეთს და მიაწოდონ ურთიერთს ყველა ის ძირითადი თუ დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმცია, რაც აუცილებელია წინამდებარე პირობებისა და ექსპედიციის ხელშეკრულების პირობებისა და მოთხოვნების სრულად და ჯეროვნად შესასრულებლად.

2.3.            მხარე, რომელმაც დაარღვია თავის მოვალეობები, ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოასწოროს შესაბამისი დარღვევა (დარღვევები).

3.           „ბარამი ლოჯისტიკსი“-ს მომსახურება მოიცავს:

3.1.           წინამდებარე ხელშეკრულებით რეგულირდება მხარეთა შორის ურთიერთობა, რომელიც წარმოიშობა ექსპედიტორსა და დამკვეთის შორის, რაც მოიცავს ტვირთის გადაზიდვას საექსპედიციო მომსახურების პროცესში.

3.2.           ექსპედიტორი კომპანია საწყობიდან, რომელიც მდებარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში და დიდ ბრიტანეთში, შემკვეთის მიერ გადაგზავნილ და ექსპედიტორის მიერ მიღებული ტვირთს საქართველოში საექსპედიციო გადაზიდვის მომსახურებას გაუწევს, რომელსაც ექსპედიტორი კომპანია უზრუნველყოფს საკუთარი სახელით და  შემკვეთის ხარჯზე.

3.3.           ექსპედიტორ კომპანია ახდენს:

ა)საჰაერო და საზღვაო გადაზიდვებს   

ბ) შიდა სახმელეთო გადაზიდვებს

გ) სასაწყობო მომსახურებას;

დ) კარიდან კარამდე სერვისისს;

ე)  გადაფუთვას;

ვ) საბაჟო ფორმალობების მოწესრიგებას.

3.4.            ტვირთების ტრასნპორტირების ორგანიზების/განხორციელების პროცესში, ექსპედიტორი უფლებამოსილია გამოიყენოს საკუთარი სატრასნპორტო საშუალებები ან კონკრეტული გადაზიდვის საჭიროებიდან გამომდინარე, ტვირთის გადაზიდვა (მთლიანად ან ნაწილობრივ/ცალკეულ მონაკვეთებზე) მიანდოს/დაავალოს მესამე პირებს (გადამზიდველებს).

3.5.           ტვირთების ტრასნპორტირების ორგანიზების/განხორციელების პროცესში, ექსპედიტორი უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულებები ცალკეულ გადამზიდველებთან, ასევე ნავსადგურებთან, გემთმფლობელ კომპანიებთან და/ან მათ აგენტებთან, საექსპედიტორო კომპანიებთან და სხვა მესამე პირებთან. ასეთ მესამე პირებთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლისას, როგორც თავისი სახელით, ისე შემკვეთის სახელითა და ხარჯზე, ექსპედიტორი იმოქმედებს შემკვეთის ინტერესების შესაბამისად, როგორც ამ უკანასკენლის წარმომადგენელი.

4.           ტრანსპორტირების ღირებულება, ამანათის წონის დამრგვალება და გადახდა

4.1.           საჰაერო ტრანსპორტირება

4.2.           საჰაერო ტრანსპორტირების ღირებულება ანგარიშდება ამანათების რეალური წონით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამანათის წონა და ზომა აღემატება ამანათისთვის დამახასიათებელ ზომებსა და წონას და გადადის ტვირთის კატეგორიაში. მომხმარებელი ვალდებულია კომპანიის ოფიციალურ საიტზე www.barami.us მოცემული მთვლელის მეშვეობით დათვალოს ამანათის (ტვირთის) ტრანსპორტირების ღირებულება, ვინაიდან ყველა ამანათის ტრანსპორტირების ტარიფი არის ინდივიდუალური, მთვლელი არის ერთადერთი საშუალება ტრანსპორტირების ტარიფის დასადგენად.

4.3.           წონის დამრგვალება არ ხდება, მინიმალური წონა  0.2კგ. თუ ტვირთის წონა აღემატება 30 კგ -ს ან მისი რომელიმე პარამეტრი აღემატება 60სმ-ს იგი აღარ შედის ''ამანათის'' კატეგორიაში, და მისი ტრანსპორტირების ტარიფი ითვლება მოცულობითი ზომების მიხედვით (სიგრძე*სიგანე*სიმაღლე/6000)

4.4.           თუ ამანათის სიგრძე/სიგანე/სიმაღლე აღემატება 60 სმ -ს ან 30 კგ-ს, ტარიფის დაანგარიშება ხდება მისი არასტანდარტული ზომებიდან გამომდინარე. 30 კგ.-ზე მეტი მოცულობითი წონის ამანათის გადაფუთვას კომპანია ახორციელებს თავისი შეხედულებისამებრ, იმ შემთხვევაში, თუკი ამანათის გადაზიდვის უსაფრთხოებიდან და პროდუქციის დაზიანების რისკიდან გამომდინარე მომხმარებლისგან დამოუკიდებლად საჭიროდ მიიჩნევს გადაფუთვას. ასეთ შემთხვევაშიც, ამანათის გადაზიდვის ღირებულება დაითვლება გადაფუთვის შედეგად მიღებული მოცულობითი წონის მიხედვით და მომხმარებელი ვალდებულია აანაზღაუროს კორექტირებული წონის მიხედვით ამანათის გადაზიდვის საფასური.

4.5.           შემკვეთი ვალდებულია, ტვირთის წონა და ღირებულება დაინგარიშოს წინასწარ, მთვლელის საშუალებით. კომპანია საიტზე განთავსებული კალკულატორის მეშვეობით რაც დამკვეთს აძლევს საშუალებას ტარიფის შესახებ ინფორმაცია წინასწარ მიიღოს, შესაბამისად საწყობში მიღებული ამანათის/ტვირთის ტრანსპორტირების ტარიფის შესახებ პრეტენზია არ მიიღება.

4.6.           შემკვეთი, ექსპედიტორის მიერ გამოწერილი ინვოისის საფუძველზე, გადაუხდის თანხას, რომელიც გამოიანგარიშება ყოველი კონკრეტული ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში.

4.7.           მხარეთა შორის ანგარიშსწორება ხორციელდება ტვირთების ჩამოტანამდე, ანდა ჩამოტანის  შემდეგ. ტრანსპორტირების საფასური ანგარიშდება დოლარის კურსის მიხედვით, კურსის ცვლილებიდან გამომდინარე შესაძლოა ფასი ეროვნულ ვალუტაში გაიზარდოს ან შემცირდეს.

4.8.           თუკი საქართველოში ამანათის/ტვირთის ჩამოსვლიდან 60 დღის ვადაში  მომხმარებელი არ გადაიხდის ამანათის/ტვირთის ტრანსპორტირების ღირებულებას და არ მიიღებს ამანათს/ტვირთს, ამანათი/ტვირთი გადავა სასაწყობე რეჟიმში, საიდანაც მხოლოდ საკურიერო სერვისით არის შესაძლებელი მისი მიღება.თუკი, სასაწყობე რეჯიმში გადასვლიდან მომდევნო 120 დღის განმავლობაში არ ფიქსირდება ამანათის მიღების მოთხოვნა, ასეთ ამანათზე ავტომატურად გავრცელდება კანონისმიერი გირავნობის უფლება და კომპანია უფლებამოსილია გაასხვისოს ამანათში არსებული პროდუქცია ან დარჩეს მის საკუთრებაში.

5.            ამანათის ზომაში შემცირების სერვისი.

5.1.            გადაფუთვის სერვისი ანუ ამანათის ზომაში შემცირება, ხდება ავტომატურ რეჟიმში უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით.

5.2.            ერთი თრექინგით მისული რამდენიმე ამანათი შესაძლოა გაერთიანდეს ერთ ყუთში.

5.3.           სხვადასხვა თრექინგის ქვეშ მყოფი ამანათების გაერთიანება  ხორციელდება მხოლოდ მომხმარებლის კაბინეტიდან დაფიქსირებული შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე.

5.4.           ამანათების შიგთავსი შესაძლოა გადატანილ იქნას პარკში.

5.5.           თუკი ამანათს, მაღაზიის ან მწარმოებლის მიერ, აქვს დარტყმული სპეციალური სარტყელი, რომელიც გვიჩვენებს, რომ ნივთი მსხვრევადია, ამ შემთხვევაში კომპანია აღარ აწარმოებს ამანათის გადაფუთვას და შესაბამისად შეფუთვაზე პასუხისმგებელია მაღაზია.

6.           ამანათის გადაცემა მესამე პირზე:

6.1.           თითოეული ამანათის/ტვირთის გადაზიდვის კოდი(TRACKING NUMBER) არის ინდივიდუალური და წვდომა აქვს მხოლოდ გადამზიდ კომპანიას და დამკვეთს. ამანათის/ტვირთის მესამე პირზე გადაცემა ხდება მხოლოდ თრექინგ კოდის წარდგენის შემთხვევაში.

6.2.           ასევე მესამე პირზე ამანათი გაიცემა თუ ამანათის გატანისას მესამე პირი წარმოადგენს პიროვნების დამადასტურებელ დოკუმენტს.

6.3.           საწყობი მხოლოდ ტრანსპორტირების ღირებულების და სხვა საბაჟო ვალდებულებების დასრულების შემდგომ გასცემს ამანათს/პროდუქციას.

6.4.           მომხმარებლის ანგარიშზე დავალიანების არსებობის შემთხვევაში, ცალკეული ამანათის მიღება არ ხდება დავალიანების სრულად დაფარვამდე.

6.5.           ამასთანავე მესემე პირს  ამანათი გადაეცემა ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.

7.           განბაჟება:

7.1.           მომხმარებელი ვალდებულია ამერიკის საწყობში ამანათის მიღების დღიდან შეავსოს წინასწარი დეკლარირების მონაცემები პირადი ოთახიდან, თუ მომხმარებლის მიერ მოხდა დეკლარირების წაშლა არასწორი დეკლარირების გამო, აუცილებელია, რომ მოხდეს ახალი დეკლარაციით მისი ჩანაცვლება, სხვა შემთხვევაში ამანათი საბაჟო პროცედურებს გაივლის პირველადი დეკლარირებით

7.2.           კომპანია მომხმარებელს გაუწევს დახმარებას საბაჟო პროცედურების გავლაში, საქონლის დეკლარირებასა და ბაჟის დაანგარიშებაში, თუმცა განბაჟების პროცედურისთვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია მომხმარებელი.

7.3.           იმ შემთხვევაში თუ საბაჟო სამსახური ან ფინანსთა სამინისტრო დააკისრებს საჯარიმო სანქციას კომპანია ბარამი ლოჯისტიკსს, მომხმარებლის მიერ მომსახურების პირობების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო ,(მაგალითად: პროდუქციის არასრული ან არაზუსტი დეკლარირება), კომპანია უფლებას იტოვებს აღნიშნული ჯარიმის გადახდა დააკისროს მომხმარებელს.

7.4.           საქართველოს საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით ,ფიზიკურ პირს შეუძლია 300 ლარამდე ღირებულების საფოსტო გზავნილი შემოიტანოს განბაჟების გარეშე.

7.5.           საქართველოს კანონმდებლობით განბაჟებას ექვემდებარება 300 ლარის ან მეტი ღირებულების პროდუქტი, ასევე 30 კგ ან მეტი წონის ტვირთი და  ერთგვაროვანი საქონელი.

7.6.           განბაჟებას ექვემდებარება ერთიდაიმავე საიტიდან გამოწერილი ნივთები, თუ მათი ჯამური ღირებულება უტოლდება ან აღემატება 300 ლარს.

7.7.           ექსპედიტორი შემკვეთის სურვილის შემთხვევაში და შემკვეთის დავალებით, როგორც შემკვეთის წარმომადგენელი, ახორციელებს შემკვეთისათვის ტვირთვის/საქონლის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით განბაჟების მიზნით საბაჟო პროცედურების მოქმედებების შესრულებას (საქონლის წარდგენას საბაჟო გამშვებ პუნქტში, საბაჟო ტერმინალში, საბაჟო საწყობში, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საბაჟო კონტროლის სხვა ზონაში ან საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებულ სხვა ნებისმიერ ადგილას, საბაჟო დეკლარაციის წარდგენას/შევსებას) შემკვეთის სახელითა და ხარჯით ან საკუთარი სახელითა და შემკვეთის ხარჯით საგადასახადო კანონმდებლობითა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული წესით (ექსპედიტორი უფლებამოსილია შემოსავლების სამსახურისგან მიიღოს საბაჟო დეკლარაციები; წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული მომსახურება არის სასყიდლიანი,

7.8.           განსაკუთრებით შემდეგი საქონელი არ ექვემდებარება შენახვასა და/ან ტრასნპორტირებას: ძვირფასი ლითონები (დაუმუშავებელი ან ნებისმიერი ფორმით დამუშავებული), სამკაულები, ძვირფასი/საიუველირო ქვები, ფულის ნიშნები, ნებისმიერი სახის ფასიანი ქაღალდი, დოკუმენტები და საბუთები, ფარმაცევტული საქონელი, რომელიც განსაკუთრებულ ტემპერატურულ რეჟიმს მოითხოვს, იარაღი და აღჭურვილობა, შინაური პირუტყვი, ასევე იმგვარი ნივთირებები, რომელთა შენახვისათვის დადგენილია განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი (მაგ. წყალსაშიში ნაერთები/ნივთიერებები).

7.9.           ტვირთი, რომლის საფრთხეშემცველობის შესახებ არ იცოდა ექსპედიტორმა, შეიძლება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას გადმოიტვირთოს, განადგურდეს ან გაუვნებელდეს ზიანის ანაზღაურების მოვალეობის დაუკისრებლად.

7.10.      ექსპედიტორი უფლებამოსილია უარი თქვას საქონლის განბაჟებასთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულებაზე, თუ შემკვეთი არ ასრულებს ან აჭიანურებს წინამდებარე პირობებით  გათვალისწინებული ცნობების წარდგენას. ამ შემთხვევაში საქონლის შენახვის, ჩამოტვირთვის, აგრეთვე ცნობების წარუდგენლობის შედეგად გამოწვეულ სხვა ხარჯზე სრულად არის პასუხისმგებელი შემკვეთი.

7.11.       იმ შემთხვევაში, კი თუ ექსპედიტორმა დაიწყო საბაჟო პროცედურების განხორციელება, ხოლო საბაჟო პროცედურების დასრულება ვერ მოხდა შემკვეთის მიერ საჭირო ცნობების, დოკუმენტების წარდგენის ვადის გადაცილების გამო, საგადასახადო ორგანოების მიერ რაიმე სანქციის, მათ შორის, საქონლის განკარგვის შემთხვევაში, შემკვეთისათვის მიყენებულ ზიანზე ექსპედიტორი არ არის პასუხისმგებელი

8.           დაღზვევა.

8.1.           „ექსპედიტორი“ არ ახორციელებს „შემკვეთის“ ტვირთების დაზღვევას (ტვირთის დაზღვევა) (გარდა შემკვეთის მიერ დაზღვევის თაობაზე გაკეთებული წინასწარი წერილობითი/ელექტრონული მოთხოვნისა). შესაბამისად, ტვირთის დაზღვევაზე პასუხისმგებელია თავად “შემკვეთი” საკუთარი ხარჯით.

8.2.           შემკვეთის მიერ  წინასწარ უნდა იქნება შერჩეული, თუ რა ტიპის დაზღვევა სურს 1.დაკარგვის დაზღვევა 2, დაზიანების დაზღვევა

ტიპი 1  დაკარგვის დაზღვევა 

დაკარგვის დაზღვევის გააქტიურება შესაძლებელია: ყველა ტიპის ამანათზე.

8.2.1.    დაზღვეულია მხოლოდ ნივთი მითითებული თრექინგის ნომრით და ღირებულებით - არ მოწმდება შეფუთვაში არსებული ოდენობა და ცალობრივი ღირებულება.

8.2.2.    ამანათის დაკარგვის შესახებ ინფორმაციის მიღების  შემდგომ კომპანია ვალდებულია მომხმარებელს ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს ამანათის სტატუსის შესახებ, არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადისა, ინფორმაციის მიღების დღის ჩათვლით.

8.2.3.    დაზღვეული ამანათის  დაკარგვის დადასტურების შემთხვევაში - მიღებული განაცხადიდან 5 სამუშაო დღის  განმავლობაში ნივთის ღირებულება ერიცხება მომხმარებელს www.barami.us - პირად ბალანსზე.ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ამანათები , რომლებიც დაფიქსირებულია WWW.BARAMI.US -მომხმარებლის პირად კაბინეტში და გაცხადებულია დაკარგულად.

8.2.4.    დაკარგვის დაზღვევის გააქტიურება შესაძლებელია-გადაზიდვის ნებისმიერ მომენტში.

ტიპი 2 : 
დაზიანების დაზღვევა

8.3.2      დაზიანების დაზღვევის გააქტიურება შესაძლებელია : მხოლოდ ონლაინ შესყიდულ ამანათებზე რომელთა მახასითებელი არის ახალი. მეორადი ამანათები არ იზღვევა.

8.3.3      დაზღვევა ვრცელდება  მხოლოდ იმ ნივთებზე, რომელსაც აქვს მითითებული თრექინგის ნომერი და შესაბამისი ქარხნული შეფუთვა.

8.3.4      დაზიანების დაზღვევა გულისხმობს  მხოლოდ  ამანათის გარეგნულ  (ვიზუალურ) დაზღვევას 

8.3.5      დაზღვევის საფასური უნდა დაიფაროს დაუყოვნებლივ, დაზღვევის მონიშვნისთანავე, წინააღმდეგ შემთხვევაში ამანათი დაზღვეული არ არის.

8.3.6      დაზღვეული ამანათის  დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში, 10  სამუშაო დღის განმავლობაში ნივთის ღირებულება ერიცხება მომხმარებელს www.barami.us - პირად ბალანსზე.  დაზიანებული ნივთი კომპანიის საკუთრებაში გადადის, რაზეც მომხმარებელს პრეტენზია არ წარმოეშვება.

8.3.7      ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ამანათები, რომლებიც დაფიქსირებულია WWW.BARAMI.US -მოხმმარებლის პირად კაბინეტში და გადახდილია წინასწარ დაზღვევის საფასური.

8.3.8      დაზიანების დაზღვევის გააქტიურება შესაძლებელია ტრანსპორტირების დაწყებამდე . გამოგზავნილ ამანათზე დაზღვევის გააქტიურება არ მოიაზრებს ამანათის დაზღვევის პირობების გავრცელებას.

8.4             დაზღვევას დაექვემდებარება მხოლოდ ის ნივთი/პროდუქცია რომელიც მონიშნულია თრექინგის ნომრით  (შეფუთვით დაზიანების დაზღვევა) რაც გულისხმობს ამანათის მხოლოდ ფიზიკურ (ვიზუალურ) დაზღვევას გარეგანი ყუთის დაზღვეას, აღნიშნული მომსახურება გულისხმობს ამანათის გარეგანი დაზიანების ან დაკარგვისგან დაცვას. სერვისში არ შედის ამანათში არსებული პროდუქციის შემოწმება დაზიანებაზე ან მუშაობის ვარგისიანობაზე.

8.5             დაზღვევის გაუქმება ან გადახდილი საფასურის უკან დაბრუნება არ არის შესაძლებელი. დაზღვევის საფასური უნდა დაიფაროს დაუყოვნებლივ, დაზღვევის მონიშვნისთანავე, წინააღმდეგ შემთხვევაში ამანათი დაზღვეულად არ ჩაითვლება. 
ამანათის დაზიანების შესახებ  წერილობითი განაცხადის  მიღების შემდგომ კომპანია ვალდებულია არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში შეისწავლოს ამანათის დაზიანების საკითხი. ამ დროის განმავლობაში მომხმარებელს ნივთის ფილიალიდან/ტერმინალიდან/საწყობიდან გატანის უფლება არ აქვს.

8.6             ამანათზე დაზღვევის პირობა არ ვრცელდება მიუხედავდა გამოგზავნილი წერილობითი მოთხოვისა/მონიშვნისა (შეფუთვით დაზიანების დაზღვევა) შემდეგი სახის ამანათების შემთხვევაში: კერძო პირის მიერ გამოგზავნილი, Ebay, Amazon და/ან სხვა აუქციონში ნაყიდი პროდუქციის, ჩამოწერილი, შეკეთებული ან ნახმარი პროდუქციის, ამანათები რომლებიც ამერიკაში შემოვიდა თრექინგ კოდების გარეშე და მიენიჭა ექსპედიტორი კომპანიის მიერ დაგენერირებული თრექინგ კოდი.

9.           საკურიერო მომსახურება:

9.1.           საკურიერო მომსახურებით სარგებლობისთვის აუცილებელია წინასწარ ყველა გადასახდელი ინვოისის გადახდა და ბალანსზე დამატებით საკურიერო მომსახურების ღირებულების ჩარიცხვა.

9.2.           კურიერს ამანათი მიაქვს მომხმარებლის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ მისამართზე.

9.3.           მისამართზე მისვლამდე კურიერი დარეკავს მომხმარებლის გვერდზე დაფიქსირებულ მობილურის ნომერზე, რათა გადასცეს მომხმარებელს ამანათი. თუ საკურიერო სერვისის გააქტიურებიდან მომდევნო 2 დღის განმავლობაში ვერ მოხდა დაკავშირება მომხმარებლის ან სატელეკომუნიკაციო კომპანიის მიზეზით, კურიერი წაიღებს ამანათს ფილიალში, საიდანაც მომხმარებელი ვალდებულია თვითონ გაიტანოს ამანათი.

10.             პრეტენზიები

10.1.   დაზღვეული ტვირთის მიღებისას მისი გარეგნულად შესამჩნევი დაზიანების ან დანაკლისის დადგენის შემთხვევაში, შემკვეთი ვალდებულია: (ა) ტვირთის მიღებისთანავე აცნობოს ექსპედიტორს აღნიშნულის თაობაზე (ბ) მოითხოვოს ექსპედიტორის (ან ექსპედიტორის წარმომადგენლის) დასწრება ტვირთის დათვალიერებაში (გ) უზრუნველყოს შესაბამისი აქტის შედგენა მხარეთა (ან მათი წარმომადგენლების) და დამოუკიდებელი,  კომპეტენტური ექსპერტის მონაწილეობით და (დ) უზრუნველყოს შესაბამის ზედდებულში/სატრანსპორტო დოკუმენტში სათანადო აღნიშვნის შეტანა.

10.2.   ფილიალიდან უკვე გატანილ ან საკურიერო სერვისით მიღებულ ამანათზე, რომლის გახსნასაც არ ესწრებოდა კომპანიის თანამშრომელი,    შემკვეთის პრეტენზია აღარ მიიღება.

10.3.    ექსპედიტორი კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას  პროდუქციაზე: (მაგ. შუშა, ეკრანი, ჭურჭელი, ფაიფური, ჭაღი, ბრა და ა.შ.), თუ ვიზუალურად ამანათის ყუთი დაზიანებული არ არის. იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ამანათის შიგთავსის ან მისი ნაწილობრივი დაზიანება (შუშის, ეკრანის და ა.შ. გატეხვა, გაბზარვა შეჭეჭყვა) და ამავე დროს გარეგნულად ამანათი დაზიანებული არ არის, მიმღები (მფლობელი) ვალდებულია მაინც გადაიხადოს ტრანსპორტირების ღირებულება და გაიტანოს აღნიშნული ამანათი.

10.3.1.               დაზღვეული ამანათის დაზიანების შესახებ  განაცხადის დაფიქსირების შემდგომ კომპანია ვალდებულია არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში შეისწავლოს ამანათის დაზიანების საკითხი. ამ დროის განმავლობაში მომხმარებელს ნივთის ფილიალიდან/ საბაჟოდან/ ტერმინალიდან/ საწყობიდან გატანის უფლება არ აქვს.

11.        ფორს მაჟორი

11.1.      ექსპედიციის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან/და შესრულების გაჭიანურება გამოწვეული იყო დაუძლეველი ძალის ზემოქმედების შედეგად (ფორს მაჟორი: - სტიქიური უბედურება, ომი, სამხედრო მანევრები, დივერსია, ხანძარი, გაფიცვები, ბლოკადა, ემბარგო, საქართველოს ან ტვირთის გადაზიდვის საბოლოო დანიშნულების ქვეყნის ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების, მათ შორის, საგადასახადო ორგანოების, მიერ გამოცემული აქტები, რამაც შეიძლება შეაფერხოს ან/და შეუძლებელი გახადოს მხარეთათვის მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებებისა და დადგენილი პირობების შესრულება და სხვ.), მაშინ მხარეები გააგრძელებენ ექსპედიციის ხელშეკრულების პირობების ჯეროვნად შესრულებას ამგვარი გარემოებების დასრულებისთანავე, ხოლო ფორს მაჟორით გამოწვეული ვალდებულებების შეუსრულებლობა არ ჩაითვლება ექსპედიციის ხელშეკრულების დარღვევად. თუ ამგვარი გარემოებები გრძელდება და შეუძლებელს ხდის მხარეთათვის ექსპედიციის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებას, მხარეები უფლებემოსილნი არიან, შესაბამისი დოკუმენტის გაფორმების საფუძველზე, მიაღწიონ მათთვის მისაღებ ნებისმიერ გადაწყვეტილებას.

12.        კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.

12.1.      წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს barami.us-ის კონფიდენიალურობისა და მონაცემთა დამუშავებისა და დაცვის პოლიტიკას.

12.2.      barami.us იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, ცალმხრივად, სრულად ან ნაწილობრივ შეცვალოს/განაახლოს კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

13.        მონაცემთა შეგროვება

13.1.      მომხმარებელი აცხადებს თანხმობას  barami.us-მ შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს მასთან დაკავშირებული მონაცემები მათ შორის არსებული ხელშეკრულების, წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

13.2.      barami.us-ზე მომხმარებელის შემოსვლისას ვებ-გვერდის სერვერი ამუშავებს ორი ტიპის მონაცემს: access_log და error_log. access_log მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: მომხმარებლის IP მისამართი, მომხმარებლის ოპერაციული სისტემა, ბრაუზერის ტიპი, ვებ-გვერდზე შესრულებული ნებისმიერი ქმედების თარიღი, დრო და დათვალიერებული რესურსის მისამართი.

13.3.      error_log მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: მომხმარებლის IP მისამართი, მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე განხორციელებული ქმედების ან პროგრამული კოდის შეცდომის მესიჯი, შეცდომის თარიღი, დრო, რეფერალი და Port.  მონაცემების შეგროვების მეთოდი, ხანგრძლივობა და მიზანი ვებ-გვერდის მომხმარებელთა მონაცემი გროვდება და ინახება barami.us-ის ვებსერვერზე, რონმელიც განთავსებულია www.hetzner.com-მზე, სადაც ვრცელდება ამავე ჰოსტინგ პროვაიდერის უსაფრთხოების პოლიტიკა https://www.hetzner.com/rechtliches/datenschutz/ აღნიშნული მონაცემები გამოიყენება შესაძლო ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების გამოვლენისა და  ვებ ადმინისტრირების მიზნებისთვის. barami.us იყენებს Google Analytics-ის სერვისს. აღნიშნული სერვისი იძლევა სტატისტიკურ მონაცემებს მომხმარებლების მიერ ვებ-გვერდზე მოთხოვნილი ინფორმაციის (ძიების შინაარსი, ვებ-გვერდის ესა თუ ის განყოფილება და სხვა) შესახებ. მაგალითად, რომელი ქვეყნიდან/ქალაქიდან განხორციელდა ვებ-გვერდზე წვდომა, ვებ-გვერდზე სტუმრობის ხანგრძლივობა, გამოყენებული ოპერაციული სისტემა.

13.4.      „მზა ჩანაწერები“ (Cookies) გამოიყენება მომხმარებლისათვის საიტზე ნავიგაციის გამარტივების, ინფორმაციის სასურველი ფორმატით შეთავაზების და ძებნის პარამეტრების გაუმჯობესების მიზნით.

13.5.      დამუშავებულ მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის პირობები barami.us დამუშავებულ მონაცემთა დასაცავად იყენებს შემდეგ საშუალებებს: ხორციელდება სერვერების და მასზე გაშვებული სერვისების მუდმივი (24/7) მონიტორინგი: ხელმისაწვდომობის შემოწმება, hardware-ის დატვირთვა, ქსელური ინტერფეისის დატვირთვა, პარტიციებზე დარჩენილი თავისუფალი სივრცე, ოპერაციული მეხსიერების (RAM-ის) დატვირთვა და სხვა.

14.        მონაცემთა გამოთხოვის წესი

14.1.      ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებული მხარე უნდა დაუკავშირდეს შემდეგ მისამართზე [email protected] სერვისის ადმინისტრაციას, რის შემდეგაც მოხდება ინფორმაციის გაცემა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

15.        მარკეტინგი

15.1.      barami.us უფლებას იტოვებს გამოიყენოს კლიენტის/დამკვეთის ელ-ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი საკუთარ პროდუქციასთან ან/და მომსახურებასთან დაკავშირებული მარკეტინგული შეტყობინებების გაზიარებისთვის. თუ კლიენტს არ სურს მიიღოს პირდაპირი მარკეტინგული შეტყობინებები მას შეუძლია გააუქმოს გამოწერა მისივე პირადი კაბინეტიდან "გამოწერის გაუქმება" ღილაკზე დაჭერით, სადაც ის მიიღებს შესაბამის შეტყობინება გაუქმებასთან დაკვიშირებით.

16.        დასკვნითი დებულებები.

16.1.    მხარეები მიმართავენ შესაბამის ძალისხმევას, რათა ყველა სადაო საკითხი ან/და წინააღმდეგობა გადაწყვიტონ ურთიერშეთანხმებისა და მოლაპარაკების გზით. მხარეთა მიერ სადაო საკითხების ან/და წინააღმდეგობების მოლაპარაკებათა გზით გადაწყვეტის შეუძლებლობის შემთხვევაში, დავა განსახილველად გადაეცემა თბილისის საქალაქო სასამართლოს. ექსპედიციის ხელშეკრულება დარეგილურიდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (მათ შორის შესაბამისი საერთაშორისო კონვენციებისა და შეთანხმებების გათვალისწინებით).

16.2.   ექსპედიციის ხელშეკრულების რომელიმე მუხლის ბათილად ცნობა ზეგავლენას არ ახდენს ექსპედიციის ხელშეკრულების დანარჩენი მუხლების იურიდიულ ქმედითობაზე.


17.             ხელშეკრულების/მომსახურების შეწყვეტა


1)კომპანიის მიმართ გამოხატული აგრესიული სახის ქმედება, შეურაწმყოფელი გამონათქვამები, დაუზუსტებელი ინფორმაციის  გავრცელება, ამანათების/ტვირთის არაკეთილსინდისიერი გზებით მოპოვება,  რომელიც მიზანმიმართულად  აზიანებს კომპანიის იმიჯს და მოქმედებს კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგოდ,  მომსახურების  შეწყვეტას, კაბინეტის გაუქმებას, რიგ შემთხვევებში ამანათების ჩამორთმევას და დაბლოკვას ითვალსიწინებს. კომპანია ვალდებულია, ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ პირადად და/ან წერილობითი სახით აცნობოს მომხამრებელს.







ზარის შეკვეთა