წესები და პირობები
შემსრულებელი: შპს „ბარამი ლოჯისტიქსი„
ვებ-გვერდი: www.barami.us
მისამართი: ქ. თბილისი, წინამძღვრიშვილის #158
ტელეფონი: (032) 2 00 22 33
მომხმარებელი: ფიზიკური ან იურიდიული პირი რომელიც სარგებლობს შპს ”ბარამი ლოჯისტიქსი”-ს სერვისით.
1. რეგისტრაცია
1.1. www.barami.us -ზე რეგისტრაციის გავლისას მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს და დაეთანხმოს კომპანიის წესებს და პირობებს. ღილაკზე „გავეცანი და ვეთანხმები“ ფანჯრის მონიშვნით მომხმარებელი ადასტურებს როგორც წესებისა და პირობების, ასევე კონფიდენციალურობის პოლიტიკის სრულად გაცნობას. შპს „ბარამი ლოჯისტიქსი“-ს ვებგვერდზე (www.barami.us) გამოქვეყნებული მომსახურების წესები და პირობები და კონფიდეციალურობის პოლიტიკა საჯაროა.
1.2. შპს „ბარამი ლოჯისტიქსი“-ს ვებგვერდზე რეგისტრაციისას მომხმარებელს ენიჭება ინდივიდუალური კოდი, „ოთახის ნომერი“.
1.3. მომხმარებელი ვალდებულია შპს „ბარამი ლოჯისტიქსი“-ს გვერდზე რეგისტრაციისას მიუთითოს სწორი მონაცემები. არასწორი ან სხვა პირის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის მითითება შესაძლებელია გახდეს რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი.
1.4. მომხმარებლის სახელისა და გვარის შეცვლა რეგისტრაციის შემდეგ შეუძლებელია. აღნიშნულის საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა მიმართოს კომპანიას.
1.5. მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის დროს მოწოდებული ინფორმაცია კონფიდენციალურია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მოითხოვს ასეთი ინფორმაციის გასაჯაროებას ან მისი სხვა ფორმით გადაცემას.
1.6. რეგისტრაციის გავლის შემდეგ, მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას საკუთარი სარეგისტრაციო მონაცემების კონფიდენციალურობა, არ გაამჟღავნოს, არ გადასცეს მესამე პირებს და თავად აკონტროლოს მისი მონაცემების გამოყენების შესაძლებლობა.
1.7. წინამდებარე მომსახურების პირობები მოქმედებს საქართველოში ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი ამანათის ან საქართველოდან გასაგზავნი ამანათის შპს „ბარამი ლოჯისტიქსი“-სთვის მიწოდებიდან და წყვეტს მოქმედებას ნივთის ადრესატისთვის მიწოდებისთანავე. მომხმარებელს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე და უკან დაიბრუნოს მის მიერ გადახდილი თანხა გასაგზავნი ამანათის სანამ ამანათი არ დატოვებს ფილიალს და არ დაიწყებს დანიშნულების პუნქტისკენ სვლას.
1.8 შემსრულებელი უზრუნველყოფს მომხმარებლის ტვირთის ტრანსპორტირების ორგანიზებას, კერძოდ:
ა. საჰაერო და საზღვაო გადაზიდვებს
ბ. შიდა სახმელეთო გადაზიდვებს
გ. სასაწყობო მომსახურებას;
დ. კარიდან კარამდე სერვისისს;
ე. გადაფუთვას;
ვ. საბაჟო ფორმალობების მოწესრიგებას.
წინამდებარე პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის მისამართები/ლოკაციები მითითებულია შპს „ბარამი ლოჯისტიქსი“-ს ვებ-გვერდზე.
1.9 ტვირთების ტრასნპორტირების ორგანიზების/განხორციელების პროცესში შპს „ბარამი ლოჯისტიქსი“ უფლებამოსილია გამოიყენოს საკუთარი სატრასნპორტო საშუალებები ან კონკრეტული გადაზიდვის საჭიროებიდან გამომდინარე, ტვირთის გადაზიდვა (მთლიანად ან ნაწილობრივ/ცალკეულ მონაკვეთებზე) მიანდოს/დაავალოს მესამე პირებს (გადამზიდველებს).
1.10 ტვირთების ტრასნპორტირების ორგანიზების/განხორციელების პროცესში, ექსპედიტორი უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულებები ცალკეულ გადამზიდველებთან, ასევე ნავსადგურებთან, გემთმფლობელ კომპანიებთან და/ან მათ აგენტებთან, საექსპედიტორო კომპანიებთან და სხვა მესამე პირებთან. ასეთ მესამე პირებთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლისას, როგორც თავისი სახელით, ისე შემკვეთის სახელითა და ხარჯზე, ექსპედიტორი იმოქმედებს შემკვეთის ინტერესების შესაბამისად, როგორც ამ უკანასკენლის წარმომადგენელი.
2. ხელშეკრულების საგანი
2.1. შპს „ბარამი ლოჯისტიქსი“-ს თავისი სახელით და მომხმარებლის ხარჯზე ახორციელებს ამანათების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ მოქმედებებს, აღნიშნული მომსახურების სანაცვლოდ, მომხმარებელი, ამანათის მიღებამდე, ვალდებულია გადაიხადოს ტრანსპორტირების შესაბამისი ფასი. მომსახურება გულისხმობს ამერიკის შეერთებულ შტატებში და დიდ ბრიტანეთში მდებარე შპს „ბარამი ლოჯისტიქსი“-ს საწყობებიდან, შემკვეთის მიერ გადაგზავნილ და ექსპედიტორის მიერ მიღებული ტვირთს საქართველოში საექსპედიციო გადაზიდვის მომსახურებას, ასევე საქართველოს რესპუბლიკაში მდებარე შპს „ბარამი ლოჯისტიქსი“-ს საწყობებიდან, შემკვეთის მიერ გადაგზავნილ და ექსპედიტორის მიერ მიღებული ტვირთის ამერიკის შეერთებულ შტატებში და დიდ ბრიტანეთში ტრანსპორტირებას დანიშნულების ადგილამდე (მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართამდე.) და მიწოდებას ადრესატისთვის. (მისამართები და ტრანსპორტირების ღირებულება ქვეყნების მიხედვით იხ. ვებ-გვერდზე: www.barami.us)
3. შპს „ბარამი ლოჯისტიქსი“-ს პირობები ნივთის ტრანსპორტირებისას.
3.1. შპს „ბარამი ლოჯისტიქსი“-ს ვებ-გვერდზე განთავსებულ რომელიმე ქვეყნის მისამართზე მისული ამანათი, რომელზეც დატანილია მომხმარებლის სახელი, გვარი და ოთახის ნომერი მიიჩნევა ამ პირის საკუთრებად და იგზავნება საქართველოში.
3.2. კომპანია არ ამოწმებს საწყობში მიტანილი ტვირთის შიგთავსის მდგომარეობას.
3.3. ამანათის დეკლარირება სავალდებულოა. დეკლარირება გულისხმობს მომხმარებლის პირად ანგარიშზე - „ოთახზე“ ამანათის ასახვისას ან წინასწარი დეკლარირებისას მომხმარებლის ვალდებულებას, მიუთითოს პროდუქციის გამომგზავნის დასახელება, ამანათის აღწერა და ფასი. ასევე, საჭიროების შემთხვევაში წარმოადგინოს ნივთის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი - ინვოისი.
3.4. მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს ტრანსპორტირების ღირებულება, მიუხედავად იმისა, გზავნილი წარმოადგენს თუ არა გამყიდველის/გამომგზავნის შეცდომას, თუ მიმღებს აღარ სურს ნივთის მიღება.
3.5. მომხმარებლის კომპანიის მიმართ სატრანსპორტო დავალიანების არსებობის შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ გასცეს სხვა ჩამოსული ამანათები ძველი დავალიანების დაფარვამდე.
3.6. ვებ-გვერდზე მომხმარებელი უთითებს სასურველი ფილიალის მისამართს. აღნიშნულის შეცვლა მას შეუძლია ნივთის გამოგზავნამდე. შეზღუდულია მისამართის შეცვლა და გადამისამართება ოფისში სატელეფონო ზარით ან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე.
3.7. შპს „ბარამი ლოჯისტიქსი“ მომხმარებელს სთავაზობს საკურიერო სერვისს. აღნიშნულის მოთხოვნა მომხმარებელს შეუძლია პირადი ანგარიშიდან (ონლაინ ამანათებზე), ქოლცენტრის მეშვეობით ან გამომგზავნის მითითებით (პერსონალურ ამანათებზე).
3.8. თუ ტრანსპორტირებისას ტვირთს სჭირდება სპეციალური პირობები ან მაღალია ტრანსპორტირებისას ნივთის დაზიანების რისკი, ან შეიცავს სახიფათო ტვირთს, მომხმარებელი ვალდებულია შეათანხმოს პირობები გადამზიდავთან.
3.9. დაუშვებელია ისეთი ნივთების ტრანსპორტირება, რომელთა გადაზიდვა აკრძალულია ავიაკომპანიის ან სატრანსპორტო კომპანიის მიერ. შპს „ბარამი ლოჯისტიქსი“ იხსნის პასუხისმგებლობას ასეთი პროდუქციის ტრანსპორტირებით დამდგარ შედეგებზე. (აკრძალული ნივთების სია იხ. : https://inex.ge/prohibited-items )
3.10. კომპანიის უცხოური მისამართებიდან ამანათები იგზავნება ვებ-გვერდზე მითითებული განრიგის შესაბამისად. განრიგის ცვლილებასთან დაკავშირებით მომხმარებელს ინფორმაცია მიეწოდება ვებგვერდის საშუალებით.
3.11. ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი ამანათი უნდა იყოს სათანადოდ შეფუთული (ამანათის შეფუთვისას გათვალისწინებული უნდა იყოს შესაძლო გარეგანი ზემოქმედების ფაქტორები - წონა, ტენიანობა და ა.შ., ასევე, ნივთი საჭიროების შემთხვევაში უნდა იყოს უზრუნველყოფილი დამატებითი შეფუთვით, ყუთი უნდა იყოს დალუქული წებოვანი ლენტით ან თოკით და ა.შ).
3.12. ამანათის ფილიალში ან საკურიერო სერვისით მიღებისას მომხმარებელი ვალდებულია შეამოწმოს გზავნილი კომპანიის წარმომადგენლის თანდასწრებით. ფილიალიდან უკვე გატანილ ან საკურიერო სერვისით მიღებულ ამანათზე, რომლის გახსნასაც არ ესწრებოდა კომპანიის თანამშრომელი, პრეტენზია აღარ მიიღება.
4. მხარეთა პასუხისმგებლობა
4.1. შპს „ბარამი ლოჯისტიქსი“-ს პასუხისმგებლობის ფარგლები:
4.1.1. კომპანია პასუხს არ აგებს არასათანადო შეფუთვის გამო ნივთის დაზიანებისთვის. შიგთავსის მთლიანობაზე პასუხისმგებლობას არ იღებს კომპანია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გადაფუთვა ხდება შემსრულებლის მიერ. კომპანიის მიერ გადაფუთული ამანათის დაზიანების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების საკითხი განიხილება ინდივიდუალურად.
4.1.2. შპს „ბარამი ლოჯისტიქსი“ პასუხს არ აგებს დაზიანებული ნივთის გამო, თუ პროდუქცია შეძენილია კერძო პირისგან, ebay ან სხვა ტიპის აუქციონზე, ასევე ჩამოწერილ, შეკეთებულ ან მეორადი მოხმარების ნივთებზე.
4.1.3. ნივთის ტრანსპორტირების შესაძლებლობა, რომელიც საჭიროებს ტრანსპორტირებისთვის შესაბამის სპეციალურ პირობებს, უნდა შეთანხმდეს შემსრულებელთან. შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, ნივთის შენახვის/ტრანსპორტირების პირობების დარღვევით წარმოშობილი ზიანის გამო კომპანია პასუხს არ აგებს.
4.1.4. შპს „ბარამი ლოჯისტიქსი“ პასუხისმგებელია მომხმარებლის წინაშე განზრახ ან გაუფრთხილებელი მოქმედებით გამოწვეული მატერიალური ზიანისთვის (შესაბამისი მტკიცებულებების არსებობისას), რომელიც გამოწვეულია ნივთის დაკარგვის, მთლიანი ან ნაწილობრივი დაზიანებით. ანაზღაურება არ მოხდება თუ ტვირთი დაზიანებული მივიდა საწყობში, მომხმარებელმა ზიანის არსებობის შესახებ განაცხადა მას მერე, რაც დატოვა კომპანიის ფილიალი/არ გადაამოწმა კურიერის თანდასწრებით, ან თუ ვიზუალურად ამანათის შეფუთვას არ აღენიშნება გარეგნული დაზიანება. განხილვის შემდეგ კომპანია იღებს გადაწყვეტილებას ზიანის ანაზღაურების ან ანაზღაურებაზე უარის შესახებ და გადაწყვეტილებას აცნობებს მიმღებს. თანხის ანაზღაურება ხდება ტვირთის ჩამოსვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
4.1.5. პერსონალურ ამანათებთან დაკავშირებით შპს „ბარამი ლოჯისტიქსი“-ს პასუხისმგებლობა გამოირიცხება, თუ კომპანიის წარმომადგენლის თანდასწრებით არ ხდება გამოგზავნისას ამანათის შიგთავსის აღწერა.
4.1.6. შპს „ბარამი ლოჯისტიქსი“-ს ბრალის დადგენის შემთხვევაში, ტვირთის დაკარგვის ან/და დაზიანებისას შემსრულებელი აუნაზღაურებს მომხმარებელს დამდგარ ზიანს. ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრება პროდუქციის ღირებულებით, რაც პროდუქციის შესყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტშია მითითებული და არ აღემატება მომხმარებლის მიერ დეკლარირებისას მითითებულ თანხას, ხოლო შემსრულებლის ბრალის გამორიცხვის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების ღირებულება.
4.1.7. ნივთები, რომელთა გადაზიდვა აკრძალულია ავიაკომპანიის ან სატრანსპორტო კომპანიის მიერ ან საფრთხისშემცველია და ამის შესახებ არ იცის შპს „ბარამი ლოჯისტიქსი“-მა, შეიძლება გადმოიტვირთოს ან/და განადგურდეს კომპანიის მხრიდან ზიანის ანაზღაურების მოვალეობის დაუკისრებლად, ხოლო ასეთი ნივთის ტრანსპორტირებისას გამოწვეული ზიანისთვის პასუხისმგებელია შემკვეთი.
4.1.8. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი გაგზავნის ავიაკომპანიის ან სატრანსპორტო კომპანიის მიერ აკრძალულ პროდუქციას, კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას ტვირთის გამომგზავნ-მაღაზიასთან ან კერძო პირთან ტვირთის დაბრუნებაზე ან უცხოეთში საბაჟოს მხრიდან პროდუქციის კონფისკაციაზე.
4.1.9. თუ მომხმარებლის მიერ მაინც მოხდა ავიაკომპანიის ან სატრანსპორტო კომპანიის მიერ აკრძალული/საფრთხისშემცველი პროდუქციის გამოგზავნა, რის გამოც შპს „ბარამი ლოჯისტიქსი“-ს მიადგა მატერიალური ზარალი, კომპანია იტოვებს უფლებას ზიანის ანაზღაურებისგან დამოუკიდებლად მომხმარებელს დააკისროს საჯარიმო სანქცია.
4.1.10. ავიაკომპანიის ან სატრანსპორტო კომპანიის მიერ აკრძალული, ან წინასწარ შესათანხმებელი პროდუქტის ტრანსპორტირებისას, ნივთის დაკარგვასა ან დაზიანებაზე კომპანია პასუხისმგებლობას არ იღებს.
4.1.11. შპს „ბარამი ლოჯისტიქსი“ არ იღებს პასუხისმგებლობას ამანათზე, თუ ამანათზე დატანილია არასწორი ან არასრული მონაცემები. მომხმარებლის მხრიდან მისამართის ცვლილება დაუშვებელია და ის უნდა ჩაიწეროს ზუსტად ისე, როგორც მოცემულია შპს „ბარამი ლოჯისტიქსი“-ს ვებგვერდზე.
4.1.12. თუ, ამანათს არ აქვს დართული სწორი პარამეტრები მომხმარებლის/მაღაზიის მიერ, არ ემთხვევა ან აკლია ოთახის ნომერი, სახელი და გვარი, შეცდომით არის მოწოდებული თრექინგი - შემსრულებელი პასუხს არ აგებს ასეთი ამანათის დროულად მიწოდებასა და მომხმარებლისთვის გადაცემაზე. პროცედურა გახანგრძლივდება გაურკვეველი ვადით პროდუქციის სრულ იდენტიფიკაციამდე ინვოისისა და ამანათის შემადგენლობის საფუძველზე.
4.1.13. შპს „ბარამი ლოჯისტიქსი“ არ აგებს პასუხს საბაჟო ორგანოების მიერ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ ორგანოს მიერ იქნება მიღებული საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული გზავნილების მიმართ.
4.1.14. შპს „ბარამი ლოჯისტიქსი“ პასუხს არ აგებს თუ ტვირთის დაკავება, კონფისკაცია, დაყადაღება, მოხდება საბაჟო სამსახურების ან/და ნებისმიერი სახელმწიფო სამსახურების მიერ ტვირთის შემცველობის ან/და მომხმარებლის მიერ არასწორად დეკლარირებული დოკუმენტების, განბაჟების საფასურის გადაუხდელობის გამო. შემსრულებელი არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლისათვის მიყენებული ზიანისათვის, თუ აღნიშნული გამოწვეულია მომხმარებლის მხრიდან არასწორი, არასრული, ან სხვა არასარწმუნო ინფორმაციის მიწოდების შედეგად.
4.1.15. იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო სამსახური ან ფინანსთა სამინისტრო დააკისრებს საჯარიმო სანქციას კომპანიას მომხმარებლის მიერ მომსახურების პირობების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო (მაგ.: პროდუქციის არასრული ან არაზუსტი დეკლარირება), კომპანია უფლებას იტოვებს აღნიშნული ჯარიმის გადახდა დააკისროს მომხმარებელს.
4.1.16. იმ შემთხვევაში, თუ, მოხდება შემსრულებლის დაჯარიმება ან/და შემსრულებლისთვის სხვა სახის ზიანის მიყენება მომხმარებლის მიერ მომსახურების პირობების ან/ და ხელშეკრულების სხვა პირობების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო (მაგ: პროდუქციის არასრული ან არაზუსტი დეკლარირება და სხვა) შემსრულებელს უფლება აქვს მიყენებული ზიანის ანაზღაურება დააკისროს მომხმარებელს.
4.1.17. დაუძლეველი ძალით გამოწვეული ზიანის შემთხვევაში კომპანიის პასუხისმგებლობა გამოირიცხება;
4.1.18. კომპანია შპს „ბარამი ლოჯისტიქსი“ პასუხისმგებლობას არ იღებს შეცდომით გამოგზავნილ პროდუქციაზე (ფერი / ზომა/რაოდენობა/მოცულობა/სახეობა და სხვა);
4.1.19. კომპანია პასუხისმგებლობას არ იღებს რეისების დაგვიანებაზე, რომელიც შეიძლება იყოს გამოწვეული ავიაკომპანიის ან სატრანსპორტო კომპანიის ბრალეულობით ან უამინდობის, ტექნიკური ხარვეზის (თვითმფრინავის გაუმართაობა), ბუნებრივი მოვლენების ან დღესასწაულებთან დაკავშირებული გადატვირთვების გამო.
4.2. მომხმარებლის პასუხისმგებლობის ფარგლები:
4.2.1. მომხმარებელი ვალდებულია დროულად მიაწოდოს კომპანიას შესაბამისი ცნობები ტვირთის შესახებ, აგრეთვე მისცეს ინფორმაცია, რომლებიც აუცილებელია გადაზიდვის დოკუმენტების გასაფორმებლად, მიაწოდოს აუცილებელი დოკუმენტები/ინფორმაცია საბაჟო და სხვა მოქმედებათა შესასრულებლად.
4.2.2. მომხმარებელი ვალდებულია არ გაავრცელოს ცრუ, ზიანის მომტანი ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში კომპანია მიმართავს სამართლებრივ ზომებს.
4.2.3. მომხმარებელი ვალდებულია ყველა დეტალი ამანათისა და შიგთავსის, ასევე შეფუთვის და წონის შესახებ შეათანხმოს და დააზუსტოს გამყიდველთან ნივთის შეძენამდე.
4.2.4. ამანათის მიღებისას მომხმარებელი ვალდებულია კურიერის/ოპერატორის თანდასწრებით შეამოწმოს შეფუთვა და გარეგანი დაზიანების შემთხვევაში ადგილზევე შეატყობინოს პასუხისმგებელ პირს. ინფორმაციას განიხილავს შესაბამისი სამსახური და მომხმარებელი გონივრულ ვადაში მიიღებს პასუხს. ოფისიდან გასვლის შემდეგ კომპანია პასუხს არ აგებს ამანათზე.
4.2.5. ნივთის ოპერატორის/კურიერის თანდასწრებით შემოწმებისას თუ დაფიქსირდება ნივთის დაზიანების ფაქტი და არ დგინდება ნივთის ტრანსპორტირებისას დაზიანება, მომხმარებელი განცხადებით ადასტურებს, რომ კომპანიასთან პრეტენზია არ გააჩნია და ხდება ნივთის გაცემა. ხოლო დავის შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას, ნივთი შეინახოს თავის საწყობში დავის გადაჭრამდე.
4.2.6. მომხმარებელი პასუხისმგებელია მის მიერ მოწოდებული პირადი, საკონტაქტო, ტვირთის შესახებ ინფორმაციის სიზუსტეზე. შემსრულებელი არ აგებს პასუხს მომხმარებლის მიერ არასწორად მოწოდებული ინფორმაციით გამოწვეული ზიანისთვის.
4.2.7. მომხმარებელს უფლება აქვს განახორციელოს ნივთის წინასწარი დეკლარირება გამომგზავნის მიერ თრექინგ კოდის მინიჭებისთანავე, რათა მის პირად ოთახში წინასწარ აისახოს ამანათის საწყობში შესვლის შესახებ ინფორმაცია, რაც ხელს შეუწყობს ამანათის იდენტიფიცირებას საწყობში შესვლისთანავე.
4.2.8. მომხმარებელი ვალდებულია 30 დღის ვადაში გადაიხადოს ტრანსპორტირების ღირებულება და მიიღოს ამანათი. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ კომპანია იტოვებს უფლებას, დაბეგვრას დაუქვემდებარებელი ამანათები გადაიტანოს ფასიან საწყობში, რომლის საფასურის გადახდა დაეკისრება მომხმარებელს. ფასიან საწყობში ნივთის განთავსებიდან 30 დღის ვადაში თუ მომხმარებელი არ მიიღებს ამანათს, კომპანია განკარგავს მას საკუთარი შეხედულებით, თუმცა აღნიშნული არ გაათავისუფლებს მომხმარებელს ტრანსპორტირების და სასაწყობე მომსახურების საფასურის გადახდისგან.
4.2.9. მომხმარებლის მიერ ამანათის მიღებაზე უარის თქმა, გარკვეული გარემოებების (კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო) ან მომხმარებლის სურვილით ნივთის სახელმწიფოსთვის გადაცემა არ ათავისუფლებს მომხმარებელს ტრანსპორტირების ღირებულების გადახდისგან.
5. ტრანსპორტირების ღირებულება, ამანათის წონის დამრგვალება და გადახდა
5.1. საჰაერო ტრანსპორტირების ღირებულება ანგარიშდება ამანათების რეალური წონით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამანათის წონა და ზომა აღემატება ამანათისთვის დამახასიათებელ ზომებსა და წონას და გადადის ტვირთის კატეგორიაში. მომხმარებელი ვალდებულია კომპანიის ოფიციალურ საიტზე www.barami.us მოცემული მთვლელის მეშვეობით დათვალოს ამანათის (ტვირთის) ტრანსპორტირების ღირებულება, ვინაიდან ყველა ამანათის ტრანსპორტირების ტარიფი არის ინდივიდუალური, მთვლელი არის ერთადერთი საშუალება ტრანსპორტირების ტარიფის დასადგენად.
5.2. წონის დამრგვალება არ ხდება, მინიმალური წონა 0.2კგ. თუ ტვირთის წონა აღემატება 30 კგ -ს ან მისი რომელიმე პარამეტრი აღემატება 60სმ-ს იგი აღარ შედის ''ამანათის'' კატეგორიაში, და მისი ტრანსპორტირების ტარიფი ითვლება მოცულობითი ზომების მიხედვით (სიგრძე*სიგანე*სიმაღლე/6000)
5.3. თუ ამანათის სიგრძე/სიგანე/სიმაღლე აღემატება 60 სმ -ს ან 30 კგ-ს, ტარიფის დაანგარიშება ხდება მისი არასტანდარტული ზომებიდან გამომდინარე. 30 კგ.-ზე მეტი მოცულობითი წონის ამანათის გადაფუთვას კომპანია ახორციელებს თავისი შეხედულებისამებრ, იმ შემთხვევაში, თუკი ამანათის გადაზიდვის უსაფრთხოებიდან და პროდუქციის დაზიანების რისკიდან გამომდინარე მომხმარებლისგან დამოუკიდებლად საჭიროდ მიიჩნევს გადაფუთვას. ასეთ შემთხვევაშიც, ამანათის გადაზიდვის ღირებულება დაითვლება გადაფუთვის შედეგად მიღებული მოცულობითი წონის მიხედვით და მომხმარებელი ვალდებულია აანაზღაუროს კორექტირებული წონის მიხედვით ამანათის გადაზიდვის საფასური.
5.4. შემკვეთი ვალდებულია, ტვირთის წონა და ღირებულება დაინგარიშოს წინასწარ, მთვლელის საშუალებით. კომპანია საიტზე განთავსებული კალკულატორის მეშვეობით რაც დამკვეთს აძლევს საშუალებას ტარიფის შესახებ ინფორმაცია წინასწარ მიიღოს, შესაბამისად საწყობში მიღებული ამანათის/ტვირთის ტრანსპორტირების ტარიფის შესახებ პრეტენზია არ მიიღება.
5.5. შემკვეთი, ექსპედიტორის მიერ გამოწერილი ინვოისის საფუძველზე, გადაუხდის თანხას, რომელიც გამოიანგარიშება ყოველი კონკრეტული ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში.
5.6. მხარეთა შორის ანგარიშსწორება ხორციელდება ტვირთების ჩამოტანამდე, ანდა ჩამოტანის შემდეგ. ტრანსპორტირების საფასური ანგარიშდება დოლარის კურსის მიხედვით, კურსის ცვლილებიდან გამომდინარე შესაძლოა ფასი ეროვნულ ვალუტაში გაიზარდოს ან შემცირდეს.
5.7 თუკი საქართველოში ამანათის/ტვირთის ჩამოსვლიდან 60 დღის ვადაში მომხმარებელი არ გადაიხდის ამანათის/ტვირთის ტრანსპორტირების ღირებულებას და არ მიიღებს ამანათს/ტვირთს, ამანათი/ტვირთი გადავა სასაწყობე რეჟიმში, საიდანაც მხოლოდ საკურიერო სერვისით არის შესაძლებელი მისი მიღება.თუკი, სასაწყობე რეჯიმში გადასვლიდან მომდევნო 120 დღის განმავლობაში არ ფიქსირდება ამანათის მიღების მოთხოვნა, ასეთ ამანათზე ავტომატურად გავრცელდება კანონისმიერი გირავნობის უფლება და კომპანია უფლებამოსილია გაასხვისოს ამანათში არსებული პროდუქცია ან დარჩეს მის საკუთრებაში.
6. ამანათის ზომაში შემცირების სერვისი.
6.1. მოცულობის შემცირების მიზნით შპს „ბარამი ლოჯისტიქსი“ ახდენს ამანათების გადაფუთვას. გადაფუთვა ხდება ავტომატურად უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით და კომპანიას არ სჭირდება ამაზე სპეციალურად მითითება ან/და მომხმარებლის თანხმობა.
6.2 ერთი თრექინგით მისული რამდენიმე ამანათი შესაძლოა გაერთიანდეს ერთ ყუთში. სხვადასხვა თრექინგის ქვეშ მყოფი ამანათების გაერთიანება ხორციელდება მხოლოდ მომხმარებლის კაბინეტიდან დაფიქსირებული შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე. ამანათების შიგთავსი შესაძლოა გადატანილ იქნას პარკში.
6.3 ელექტრო ტექნიკისა და მსხვრევადი ნივთების გადაფუთვა არ ხდება ამანათის უსაფრთხოების მიზნით, ასევე თუკი ამანათს, მაღაზიის ან მწარმოებლის მიერ, აქვს დარტყმული სპეციალური სარტყელი, რომელიც გვიჩვენებს, რომ ნივთი მსხვრევადია, ამ შემთხვევაში კომპანია აღარ აწარმოებს ამანათის გადაფუთვას და შესაბამისად შეფუთვაზე პასუხისმგებელია მაღაზია.
7. ამანათის დეკლარირება
7.1. ამანათის დადეკლარირება (შეძენილი ნივთის ვებგვერდის, დასახელების და ფასის (ღირებულების) მითითება) შპს „ბარამი ლოჯისტიქსი“-ს ვებგვერდზე აუცილებელია ნივთის საქართველოში ჩამოსვლამდე.
7.2. დეკლარირებასთან ერთად სასურველია მომხმარებელმა ატვირთოს შეძენილი ნივთების ინვოისები, რათა გამარტივდეს და დაჩქარდეს ამანათებზე საბაჟო პროცედურების განხორციელება.
7.3. დეკლარირებული თანხა აუცილებლად უნდა ემთხვეოდეს შეძენილი ნივთის რეალურ ღირებულებას. ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს. ერთხელ შევსებულ დეკლარაციაში ცვლილების შეტანა შეუძლებელია.
7.4. იმ შემთხვევაში, თუ ნივთი ექვემდებარება განბაჟებას, ინვოისის ატვირთვა დეკლარირებისას სავალდებულოა.
7.5. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ შეავსებს გზავნილის დეკლარაციას (საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციას), გზავნილი გაჩერდება საბაჟოზე. მომხმარებელმა 8 დღის განმავლობაში უნდა მოახდინოს გზავნილის დეკლარირება (წარმოადგინოს ინვოისი ან ჩაუტაროს საბაჟო ექსპერტიზა). დაუდეკლარირებლობის შემთხვევაში მოხდება ნივთის განკარგვა დადგენილი საბაჟო პროცედურების მიხედვით.
8. განბაჟება
8.1 მომხმარებელი ვალდებულია ამერიკის საწყობში ამანათის მიღების დღიდან შეავსოს წინასწარი დეკლარირების მონაცემები პირადი ოთახიდან, თუ მომხმარებლის მიერ მოხდა დეკლარირების წაშლა არასწორი დეკლარირების გამო, აუცილებელია, რომ მოხდეს ახალი დეკლარაციით მისი ჩანაცვლება, სხვა შემთხვევაში ამანათი საბაჟო პროცედურებს გაივლის პირველადი დეკლარირებით
8.2 კომპანია მომხმარებელს გაუწევს დახმარებას საბაჟო პროცედურების გავლაში, საქონლის დეკლარირებასა და ბაჟის დაანგარიშებაში, თუმცა განბაჟების პროცედურისთვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია მომხმარებელი.
8.3 იმ შემთხვევაში თუ საბაჟო სამსახური ან ფინანსთა სამინისტრო დააკისრებს საჯარიმო სანქციას კომპანია ბარამი ლოჯისტიკსს, მომხმარებლის მიერ მომსახურების პირობების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო ,(მაგალითად: პროდუქციის არასრული ან არაზუსტი დეკლარირება), კომპანია უფლებას იტოვებს აღნიშნული ჯარიმის გადახდა დააკისროს მომხმარებელს.
8.4 საქართველოს საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით ,ფიზიკურ პირს შეუძლია 300 ლარამდე ღირებულების საფოსტო გზავნილი შემოიტანოს განბაჟების გარეშე.
8.5 საქართველოს კანონმდებლობით განბაჟებას ექვემდებარება 300 ლარის ან მეტი ღირებულების პროდუქტი, ასევე 30 კგ ან მეტი წონის ტვირთი და ერთგვაროვანი საქონელი.
8.6 განბაჟებას ექვემდებარება ერთიდაიმავე საიტიდან გამოწერილი ნივთები, თუ მათი ჯამური ღირებულება უტოლდება ან აღემატება 300 ლარს.
8.7 ექსპედიტორი შემკვეთის სურვილის შემთხვევაში და შემკვეთის დავალებით, როგორც შემკვეთის წარმომადგენელი, ახორციელებს შემკვეთისათვის ტვირთვის/საქონლის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით განბაჟების მიზნით საბაჟო პროცედურების მოქმედებების შესრულებას (საქონლის წარდგენას საბაჟო გამშვებ პუნქტში, საბაჟო ტერმინალში, საბაჟო საწყობში, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საბაჟო კონტროლის სხვა ზონაში ან საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებულ სხვა ნებისმიერ ადგილას, საბაჟო დეკლარაციის წარდგენას/შევსებას) შემკვეთის სახელითა და ხარჯით ან საკუთარი სახელითა და შემკვეთის ხარჯით საგადასახადო კანონმდებლობითა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული წესით (ექსპედიტორი უფლებამოსილია შემოსავლების სამსახურისგან მიიღოს საბაჟო დეკლარაციები; წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული მომსახურება არის სასყიდლიანი,
8.8 განსაკუთრებით შემდეგი საქონელი არ ექვემდებარება შენახვასა და/ან ტრასნპორტირებას: ძვირფასი ლითონები (დაუმუშავებელი ან ნებისმიერი ფორმით დამუშავებული), სამკაულები, ძვირფასი/საიუველირო ქვები, ფულის ნიშნები, ნებისმიერი სახის ფასიანი ქაღალდი, დოკუმენტები და საბუთები, ფარმაცევტული საქონელი, რომელიც განსაკუთრებულ ტემპერატურულ რეჟიმს მოითხოვს, იარაღი და აღჭურვილობა, შინაური პირუტყვი, ასევე იმგვარი ნივთირებები, რომელთა შენახვისათვის დადგენილია განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი (მაგ. წყალსაშიში ნაერთები/ნივთიერებები).
8.9. ტვირთი, რომლის საფრთხეშემცველობის შესახებ არ იცოდა ექსპედიტორმა, შეიძლება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას გადმოიტვირთოს, განადგურდეს ან გაუვნებელდეს ზიანის ანაზღაურების მოვალეობის დაუკისრებლად.
8.10. ექსპედიტორი უფლებამოსილია უარი თქვას საქონლის განბაჟებასთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულებაზე, თუ შემკვეთი არ ასრულებს ან აჭიანურებს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული ცნობების წარდგენას. ამ შემთხვევაში საქონლის შენახვის, ჩამოტვირთვის, აგრეთვე ცნობების წარუდგენლობის შედეგად გამოწვეულ სხვა ხარჯზე სრულად არის პასუხისმგებელი შემკვეთი.
8.11. იმ შემთხვევაში, კი თუ ექსპედიტორმა დაიწყო საბაჟო პროცედურების განხორციელება, ხოლო საბაჟო პროცედურების დასრულება ვერ მოხდა შემკვეთის მიერ საჭირო ცნობების, დოკუმენტების წარდგენის ვადის გადაცილების გამო, საგადასახადო ორგანოების მიერ რაიმე სანქციის, მათ შორის, საქონლის განკარგვის შემთხვევაში, შემკვეთისათვის მიყენებულ ზიანზე ექსპედიტორი არ არის პასუხისმგებელი
9. ამანათის გაცემა
9.1. ამანათის მიღება შესაძლებელია შპს „ბარამი ლოჯისტიქსი“-ს მომხმარებლის მიერ მითითებულ ფილიალში ან კურიერის მეშვეობით. ამანათის გადაცემა ხდება მომხმარებლის მიერ პირადობის მოწმობის, პასპორტის, მართვის მოწმობის ან სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობისა და მინდობილი პირის პირადობის მოწმობის, პასპორტის, მართვის მოწმობის წარდგენით და ხელმოწერით მიღება-ჩაბარების აქტზე ან ხელმოწერის გასაკეთებელ სპეციალურ ელექტრონულ მოწყობილობაზე. ამანათის გაცემა არ ხდება დოკუმენტის ასლის საფუძველზე.
9.2. დაბეგვრას დაუქვემდებარებელი ამანათის მიღება შეუძლია მომხმარებელს - 14 წლის ასაკიდან, ამ მუხლში განსაზღვრული დოკუმენტების საფუძველზე.
9.3. დაბეგვრადი (განსაბაჟებელი) ამანათის შემთხვევაში ამანათის სრულწლოვანმა მიმღებმა უნდა წარმოადგინოს საკუთარი პირადობის მოწმობის ან პასპორტის დედანი. თუ მიმღები არის მესამე პირი, უნდა წარმოადგინოს ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა და მინდობილი პირის პირადობის მოწმობის/პასპორტის დედანი. თუ განსაბაჟებელი ამანათის მიმღები არის არასრულწლოვანი (18 წლამდე პირი), ამანათი გაიცემა უფლებამოსილი წარმომადგენლის მომართვის და მის მიერ დამატებით წარმოდგენილი წარმომადგენლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე.
9.4. საბაჟო კონტროლს დაუქვემდებარებელი ამანათების მიღება მესამე პირის მიერ შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი პროგრამაში მიუთითებს მინდობილ პირს და მიმღები წარმოადგენს საკუთარი პირადობის მოწმობის, მართვის მოწმობის ან პასპორტის დედანს. ასევე, თუ ამანათის მიმღები წარმოადგენს საკუთარ და ამანათის მესაკუთრის პირადობის მოწმობის, მართვის მოწმობის ან პასპორტის ვადიანი/ძალაში მყოფი დოკუმენტის დედანს, ან/და სათანადო წესით დამოწმებულ მინდობილობას.
9.5. ამანათის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტები უნდა იყოს ძალაში მყოფი და ვადიანი დოკუმენტის დედანი ან სათანადოდ დამოწმებული ასლი. დოკუმენტის ნამდვილობაზე პასუხისმგებელია მომხმარებელი
10. დაზღვევა.
10.1. შპს „ბარამი ლოჯისტიქსი“ არ ახორციელებს „შემკვეთის“ ტვირთების დაზღვევას (ტვირთის დაზღვევა) გარდა შემკვეთის მიერ დაზღვევის თაობაზე გაკეთებული წინასწარი წერილობითი/ელექტრონული მოთხოვნისა. შესაბამისად, ტვირთის დაზღვევაზე პასუხისმგებელია თავად “შემკვეთი” საკუთარი ხარჯით.
10.2. შპს „ბარამი ლოჯისტიქსი“-ს ვებგვერდზე (www.barami.us) შემკვეთის მიერ წინასწარ უნდა იქნეს შერჩეული, თუ რა ტიპის დაზღვევა სურს ნივთის დაკარგვის დაზღვევა თუ დაზიანების დაზღვევა.
10.3 ნივთის დაკარგვის დაზღვევის გააქტიურება შესაძლებელია: ყველა ტიპის ამანათზე. დაზღვეულია მხოლოდ ნივთი მითითებული თრექინგის ნომრით და ღირებულებით - არ მოწმდება შეფუთვაში არსებული ოდენობა და ცალობრივი ღირებულება.
10.4 ამანათის დაკარგვის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდგომ კომპანია ვალდებულია მომხმარებელს ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს ამანათის სტატუსის შესახებ, არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადისა, ინფორმაციის მიღების დღის ჩათვლით.
10.5 დაზღვეული ამანათის დაკარგვის დადასტურების შემთხვევაში - მიღებული განაცხადიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში ნივთის ღირებულება ერიცხება მომხმარებელს www.barami.us - პირად ბალანსზე. ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ამანათები, რომლებიც დაფიქსირებულია WWW.BARAMI.US -მომხმარებლის პირად კაბინეტში და გაცხადებულია დაკარგულად.
10.6 დაკარგვის დაზღვევის გააქტიურება შესაძლებელია-გადაზიდვის ნებისმიერ მომენტში.
10.7 ნივთის დაზიანების დაზღვევის გააქტიურება შესაძლებელია: მხოლოდ ონლაინ შესყიდულ ამანათებზე რომელთა მახასითებელი არის ახალი. მეორადი ამანათები არ იზღვევა.
10.8 დაზღვევა ვრცელდება მხოლოდ იმ ნივთებზე, რომელსაც აქვს მითითებული თრექინგის ნომერი და შესაბამისი ქარხნული შეფუთვა.
10.9 დაზიანების დაზღვევა გულისხმობს მხოლოდ ამანათის გარეგნულ (ვიზუალურ) დაზღვევას.
10.10 დაზღვევის საფასური უნდა დაიფაროს დაუყოვნებლივ, დაზღვევის მონიშვნისთანავე, წინააღმდეგ შემთხვევაში ამანათი დაზღვეული არ არის.
10.11 დაზღვეული ამანათის დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში, 10 სამუშაო დღის განმავლობაში ნივთის ღირებულება ერიცხება მომხმარებელს www.barami.us - პირად ბალანსზე. დაზიანებული ნივთი კომპანიის საკუთრებაში გადადის, რაზეც მომხმარებელს პრეტენზია არ წარმოეშვება.
10.12 ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ამანათები, რომლებიც დაფიქსირებულია WWW.BARAMI.US -მოხმმარებლის პირად კაბინეტში და გადახდილია წინასწარ დაზღვევის საფასური.
10.13 დაზიანების დაზღვევის გააქტიურება შესაძლებელია ტრანსპორტირების დაწყებამდე . გამოგზავნილ ამანათზე დაზღვევის გააქტიურება არ მოიაზრებს ამანათის დაზღვევის პირობების გავრცელებას.
10.14 დაზღვევას დაექვემდებარება მხოლოდ ის ნივთი/პროდუქცია რომელიც მონიშნულია თრექინგის ნომრით (შეფუთვით დაზიანების დაზღვევა) რაც გულისხმობს ამანათის მხოლოდ ფიზიკურ (ვიზუალურ) დაზღვევას გარეგანი ყუთის დაზღვეას, აღნიშნული მომსახურება გულისხმობს ამანათის გარეგანი დაზიანების ან დაკარგვისგან დაცვას. სერვისში არ შედის ამანათში არსებული პროდუქციის შემოწმება დაზიანებაზე ან მუშაობის ვარგისიანობაზე.
10.15 დაზღვევის გაუქმება ან გადახდილი საფასურის უკან დაბრუნება არ არის შესაძლებელი. დაზღვევის საფასური უნდა დაიფაროს დაუყოვნებლივ, დაზღვევის მონიშვნისთანავე, წინააღმდეგ შემთხვევაში ამანათი დაზღვეულად არ ჩაითვლება. ამანათის დაზიანების შესახებ წერილობითი განაცხადის მიღების შემდგომ კომპანია ვალდებულია არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში შეისწავლოს ამანათის დაზიანების საკითხი. ამ დროის განმავლობაში მომხმარებელს ნივთის ფილიალიდან/ტერმინალიდან/საწყობიდან გატანის უფლება არ აქვს.
10.16 ამანათზე დაზღვევის პირობა არ ვრცელდება მიუხედავდა გამოგზავნილი წერილობითი მოთხოვისა/მონიშვნისა (შეფუთვით დაზიანების დაზღვევა) შემდეგი სახის ამანათების შემთხვევაში: კერძო პირის მიერ გამოგზავნილი, Ebay, Amazon და/ან სხვა აუქციონში ნაყიდი პროდუქციის, ჩამოწერილი, შეკეთებული ან ნახმარი პროდუქციის, ამანათები რომლებიც ამერიკაში შემოვიდა თრექინგ კოდების გარეშე და მიენიჭა ექსპედიტორი კომპანიის მიერ დაგენერირებული თრექინგ კოდი. .
11. საკურიერო მომსახურება.
11.1. საკურიერო მომსახურებით სარგებლობისთვის აუცილებელია წინასწარ ყველა გადასახდელი ინვოისის გადახდა და ბალანსზე დამატებით საკურიერო მომსახურების ღირებულების ჩარიცხვა.
11.2. კურიერს ამანათი მიაქვს მომხმარებლის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ მისამართზე.
11.3. მისამართზე მისვლამდე კურიერი დარეკავს მომხმარებლის გვერდზე დაფიქსირებულ მობილურის ნომერზე, რათა გადასცეს მომხმარებელს ამანათი. თუ საკურიერო სერვისის გააქტიურებიდან მომდევნო 2 დღის განმავლობაში ვერ მოხდა დაკავშირება მომხმარებლის ან სატელეკომუნიკაციო კომპანიის მიზეზით, კურიერი წაიღებს ამანათს ფილიალში, საიდანაც მომხმარებელი ვალდებულია თვითონ გაიტანოს ამანათი.
11.4. საკურიერო მომსახურების დროს პროგრამაში მისამართი უნდა ჩაიწეროს შემდეგი თანმიმდევრობით: ქალაქი, უბანი, ქუჩა და ნომერი. (მაგ. ვაკე, ჭავჭავაძის N 5.)
11.5. ყველა იმ ამანათზე, რომლის ტრანსპორტირების ღირებულება გადახდილი იქნება ამანათის ჩამოსვლის დღემდე და მომხმარებელს მითითებული ექნება „საკურიერო მომსახურება“ კურიერი დაარიგებს მსგავს ამანათებს ამანათის ჩამოსვლის მომდევნო დღეს.. 11.6. ამანათს მოგიტანენ თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე, მისამართის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ამანათის ჩამოსვლამდე.
11.7. თუ კურიერმა ვერ მოახერხა წინასწარ დაკავშირება თქვენს მიერ მითითებული მობილური ტელეფონის ნომერზე ამანათს დააბრუნებს ოფისში და მომხმარებელს შეეძლება მისი გატანა ოფისიდან.
10.8. კურიერი არ არის ვალდებული ამანათი აიტანოს სართულებზე.
10.9. ამანათის მიღებისას მომხმარებელი ვალდებულია წარადგინოს მე-9 მუხლში განსაზღვრული დოკუმენტი.
10.10. იმ შემთხვევაში, თუ საკურიერო მომსახურების მოთხოვნა ხდება უკვე ჩამოსულ ამანათზე, საკურიერო მიწოდება განხორციელდება მომსახურების საფასურის გადახდიდან მომდევნო დღეს.
10.11. განსაბაჟებელი ამანათების საკურიერო სერვისი ხორციელდება საბაჟო პროცედურების დასრულების შემდგომ.
11. მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავება და დაცვა
11.1. მომხმარებლის მიერ რეგისტრაციისას, ასევე შემდგომ წარმოდგენილი/მოპოვებული პირადი ინფორმაცია წარმოადგენს პერსონალურ მონაცემს და დაცულია კანონით. კომპანია არ გადასცემს მესამე მხარეს მომხმარებლის შესახებ რაიმე სახის ინფორმაციას კანონით დადგენილი საფუძვლის არსებობის გარეშე.
11.2. შპს „ბარამი ლოჯისტიქსი“ მომხმარებელთან სასამართლო ან სხვა დავის წარმოქმნის შემთხვევაში უფლებების დაცვის მიზნით, ასევე მომხმარებელთა ინტერესების და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ახორციელებს მომხმარებელთან ურთიერთობის ჩაწერას და დამახსოვრებას ინტერნეტის, სატელეკომუნიკაციო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების საშუალებით, მათ შორის ელ–ფოსტით გამოგზავნილი წერილების და ტექსტური შეტყობინებებით საუბრების, სოციალური ქსელის თუ ბლოგის კომენტარების გზით მოგროვებული ინფორმაციის დამუშავებას
11.3. შემსრულებელი უფლებას იტოვებს გამოიყენოს კლიენტის/დამკვეთის ელ-ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი საკუთარ პროდუქციასთან ან/და მომსახურებასთან დაკავშირებული მარკეტინგული შეტყობინებების გაზიარებისთვის.
11.4. მომხმარებელი ეთანხმება, რომ მის მიერ ამანათის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტები (პირადობა, პასპორტი, ბანკის ქვითარი, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, პროდუქციის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც გადაზიდულ ამანათთან არის დაკავშირებული) არის უტყუარი და ამ დოკუმენტების ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს.
11.5. მომხმარებელი აცხადებს თანხმობას შპს „ბარამი ლოჯისტიქსი“-მ შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს მასთან დაკავშირებული მონაცემები მათ შორის არსებული ხელშეკრულების, კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
11.6 მომხმარებლის პერსონალური მონაცემები და შპს „ბარამი ლოჯისტიქსი“-ს ვებგვერდზე (www.barami.us) არსებული მომხმარებლების შესახებ ინფორმაცია კომპანიაში ინახბა 3 (სამი) წლის ვადით.
12. პრეტენზიები.
12.1 დაზღვეული ტვირთის მიღებისას მისი გარეგნულად შესამჩნევი დაზიანების ან დანაკლისის დადგენის შემთხვევაში, შემკვეთი ვალდებულია: (ა) ტვირთის მიღებისთანავე აცნობოს ექსპედიტორს აღნიშნულის თაობაზე (ბ) მოითხოვოს ექსპედიტორის (ან ექსპედიტორის წარმომადგენლის) დასწრება ტვირთის დათვალიერებაში (გ) უზრუნველყოს შესაბამისი აქტის შედგენა მხარეთა (ან მათი წარმომადგენლების) და დამოუკიდებელი, კომპეტენტური ექსპერტის მონაწილეობით და (დ) უზრუნველყოს შესაბამის ზედდებულში/სატრანსპორტო დოკუმენტში სათანადო აღნიშვნის შეტანა.
12.2. ფილიალიდან უკვე გატანილ ან საკურიერო სერვისით მიღებულ ამანათზე, რომლის გახსნასაც არ ესწრებოდა კომპანიის თანამშრომელი, შემკვეთის პრეტენზია აღარ მიიღება.
12.3. შპს „ბარამი ლოჯისტიქსი“ იხსნის პასუხისმგებლობას პროდუქციაზე: (მაგ. შუშა, ეკრანი, ჭურჭელი, ფაიფური, ჭაღი, ბრა და ა.შ.), თუ ვიზუალურად ამანათის ყუთი დაზიანებული არ არის. იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ამანათის შიგთავსის ან მისი ნაწილობრივი დაზიანება (შუშის, ეკრანის და ა.შ. გატეხვა, გაბზარვა შეჭეჭყვა) და ამავე დროს გარეგნულად ამანათი დაზიანებული არ არის, მიმღები (მფლობელი) ვალდებულია მაინც გადაიხადოს ტრანსპორტირების ღირებულება და გაიტანოს აღნიშნული ამანათი.
12.4 დაზღვეული ამანათის დაზიანების შესახებ განაცხადის დაფიქსირების შემდგომ კომპანია ვალდებულია არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში შეისწავლოს ამანათის დაზიანების საკითხი. ამ დროის განმავლობაში მომხმარებელს ნივთის ფილიალიდან/ საბაჟოდან/ ტერმინალიდან/ საწყობიდან გატანის უფლება არ აქვს.
13. ფორს მაჟორი
13.1. ექსპედიციის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან/და შესრულების გაჭიანურება გამოწვეული იყო დაუძლეველი ძალის ზემოქმედების შედეგად (ფორს მაჟორი: - სტიქიური უბედურება, ომი, სამხედრო მანევრები, დივერსია, ხანძარი, გაფიცვები, ბლოკადა, ემბარგო, საქართველოს ან ტვირთის გადაზიდვის საბოლოო დანიშნულების ქვეყნის ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების, მათ შორის, საგადასახადო ორგანოების, მიერ გამოცემული აქტები, რამაც შეიძლება შეაფერხოს ან/და შეუძლებელი გახადოს მხარეთათვის მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებებისა და დადგენილი პირობების შესრულება და სხვ.), მაშინ მხარეები გააგრძელებენ ექსპედიციის ხელშეკრულების პირობების ჯეროვნად შესრულებას ამგვარი გარემოებების დასრულებისთანავე, ხოლო ფორს მაჟორით გამოწვეული ვალდებულებების შეუსრულებლობა არ ჩაითვლება ექსპედიციის ხელშეკრულების დარღვევად. თუ ამგვარი გარემოებები გრძელდება და შეუძლებელს ხდის მხარეთათვის ექსპედიციის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებას, მხარეები უფლებემოსილნი არიან, შესაბამისი დოკუმენტის გაფორმების საფუძველზე, მიაღწიონ მათთვის მისაღებ ნებისმიერ გადაწყვეტილებას.
14. დამატებითი პირობები
14.1. კომპანია უფლებას იტოვებს კლიენტის წინასწარი ინფორმირების შემდეგ, მასთან შეთანხმების გარეშე, შეცვალოს მომსახურების მიწოდების პირობები ან შეუწყვიტოს მომხმარებელს მომსახურების მიწოდება.
14.2. კომპანიის ან კომპანიაში დასაქმებული პირების მიმართ გამოხატული აგრესიული სახის ქმედება, შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება, ამანათების/ტვირთის არაკეთილსინდისიერი გზებით მოპოვება, ფილიალის ფუნქციონირების შეფერხება ან შეფერხების მუქარა, რომელიც მიზანმიმართულად აზიანებს კომპანიის იმიჯს და მოქმედებს კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგოდ, შესაძლებელია გახდეს მომხმარებლისთვის მომსახურებაზე უარის თქმის საფუძველი. აღნიშნულის შესახებ მომხმარებელს ეცნობება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ასევე, აღნიშნული პირი ვეღარ შეძლებს მინდობილი პირის სტატუსით სარგებლობას და ვერ მიიღებს მესამე პირების ამანათებს ვერც ერთი შესაძლო მეთოდით.
14.3. კომპანია უფლებას იტოვებს უარი თქვას სერვისის მიწოდებაზე იმ პირებისთვის და კომპანიებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ კონკურენტ კომპანიას, არიან მათი დამფუძნებლები, დირექტორები თუ სხვა მენეჯმენტის რგოლში მომუშავე პირები.
14.4. კომპანია ვალდებულებას იღებს კლიენტთან მხოლოდ იმ სერვისებზე, რაც აღწერილია მომსახურების პირობებში.
14.5. შპს „ბარამი ლოჯისტიქსი“ ამ დოკუმენტით განსაზღვრული დებულებების გარდა მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევისას ხელმძღვანელობს საქართველოს
კონსტიტუციით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით.
14.6. შემსრულებელი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, ცალმხრივად, სრულად ან ნაწილობრივ შეცვალოს/განაახლოს მომსახურების წესები და პირობები ან კონფიდენციალურობის პოლიტიკა და მოახდინოს აღნიშნულის შესახებ მომხმარებლის ინფორმირება.
14.7. წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე მუხლის ბათილად ცნობა ზეგავლენას არ ახდენს ხელშეკრულების დანარჩენი მუხლების იურიდიულ ქმედითობაზე.
14.8. მხარეები თანხმდებიან, რომ ყველა სადავო საკითხი ან/და წინააღმდეგობა გადაწყვიტონ ურთიერთშეთანხმებისა და მოლაპარაკების გზით. მხარეთა მიერ სადავო საკითხების მოლაპარაკებათა გზით გადაწყვეტის შეუძლებლობის შემთხვევაში, დავა განსახილველად გადაეცემა თბილისის საქალაქო სასამართლოს.