საბაჟო პროცედურები
ამანათები ამერიკიდან საქართველოში(საჰაერო)
ამანათის ამერიკიდან გამოწერისას თქვენ ვალდებულნი ხართ შეავსოთ დეკლარაცია ჩვენს ვებ-გვერდზე თქვენს პირად კაბინეტში. დეკლარაციაში ავსებთ ამანათის შესახებ ინფორმაციას:
- ამანათის ტიპი (გამოწერილია ამანათი თუ პირადი გზავნილი)
- პროდუქტის აღწერა (ინფორმაცია თქვენს ამანათში მოთავსებული ნივთების შესახებ)
- რომელი ვებ-გვერდიდან გაქვთ გამოწერილი ამანათი (*სავალდებულია მხოლოდ გამოწერილი ამანათის შემთხვევაში)
- ნივთების ღირებულება რაც ამანათში დევს
- ინვოისი (*სავალდებულია მხოლოდ გამოწერილი ამანათის შემთხვევაში)
ამანათი ექვემდებარება განბაჟებას თუ:
- ამანათში მოთავსებული ნივთი არის 300 ლარის ან მეტი ღირებულების
- იწონის 30 კგ ან მეტს.
- თუ მოთავსებულია ერთგვაროვანი საქონელი
გაითვალისწინეთ რომ
- თუ თქვენს მიერ გამოწერილი ამანათები შეძენილია ერთ საიტზე და მოხვდა ერთ რეისზე და მათი ჯამური ღირებულება მეტია 300 ლარზე ამ შემთხვევაში თქვენი ამანათები ექვემდებარება განბაჟებას.
- ინტერნეტით გამოწერელი ამანათის შემთხვევაში მიმღები პირის/კომპანიის მონაცემები უნდა ემთხვეოდეს გამომწერის და გადამხდელის მონაცემებს შესყიდვის ინვოისის მიხედვით. არასწორი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში დაგეკისრებათ კანონით განსაზღვრული პასუხისგებლობა
შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული ახალი დადგენილებით, ამანათებზე, რომლებიც ექვემდებარება განბაჟებას, აუცილებელია შესაბამისი მოსაკრებლის წინასწარ გადახდა.
- 300 ლარამდე დაბეგვრადი საქონელი არ საჭიროებს ქვითრის ატვირთვას
- 300-3000 ლარამდე საქონელზე უნდა აიტვირთოს 20 ლარიანი ქვითარი
- 3000-10 000 ლარამდეც საქონელზე უნდა აიტვირთოს 100 ლარიანი ქვითარი
- 10 000-ზევით საქონელი საჭიროებს 300 ლარიანი ქვითრის ატვირთვას
გადახდა უნდა მოხდეს სახაზინო კოდზე: 707017021
გადამხდელი უნდა იყოს ნივთის შემსყიდველი პირი, ვის სახელზეც შემოდის ნივთის საქართველოში.
დანიშნულებაში მითითებული უნდა იყოს ამანათის თრექინგის კოდი, რამოდენიმეს შემთხვევაში, თოთოეულის ბოლო 8 ციფრი.
P.S.
გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ შესაბამისი ქვითრის გარეშე დეკლარაცია ვერ
დასრულდება, წინასწარ ქვითრის ატვირთვა კი დააჩქარებს პროცედურის
დასრულებას.